ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

12 ივნისი, 2023

2023 წლის 19 ივნისს, 11 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისია  განიხილავს სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს:

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის N09 განკარგულებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალებები) საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მარიამ ბუღდიაშვილისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემას.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე