ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, ასევე სოფელ ნაფარეულში, ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბალაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
,,აგვისტოს ომიდან 15 წელი შესრულდა. თუმცა რა დროც არ უნდა გავიდეს ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება გმირები, ქართველი ჯარისკაცები თუ სამოქალაქო პირები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს.
მჯერა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად გამთლიანდება საქართველო, მშვიდობიანი პოლიტიკით დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები გამთლიანებულ, მშვიდ, ძლიერ საქართველოში იცხოვრებენ. ,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.