ლეჩურის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

23 აგვისტო, 2023

ლეჩურის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოების პირველ ეტაპზე, მიწის ქვეშ 4 160 მეტრის სიგრძის პოლიეთილენის მილი მოთავსდა, ამ ეტაპზე კი მიწის ზედა ნაწილზე 2 321 მეტრის სიგრძის ლითონის მილის მონტაჟი მიმდინარეობს.

 ჯამში, სამუშაოების ფარგლებში, ლეჩურის გაზიფიცირებისთვის 6 482 გრძ.მ. გაზსადენი მოეწყობა.

სამუშაოებზე, რომელსაც ,,მნათობი 2013,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 352 065 ლარი დაიხარჯება.

 

 

გააზიარე