სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა

27 სექტემბერი, 2023

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მამუკა ბურდიაშვილთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

,,27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა. დღე, როდესაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი.

ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე;

დღეს საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით და სწორი გადაწყვეტილებებით ძალიან მალე დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.,, - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

სოხუმის დაცემის 30 წლისთვთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

 

 

გააზიარე