სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა

10 ოქტომბერი, 2023

 

2023 წლის 17 ოქტომბერს, 11 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია სხდომას ჩაატარებს. 

სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცვლილებების პროექტს განიხილავენ. 

კომისია ასევე იმსჯელებს ნორმატიული აქტის პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 სექტემბრის N43 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე