ცნობა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ (2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება)

27 დეკემბერი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის  მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს 2023 წლის 22 დეკემბრამდეე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2024 წლის 1 იანვრამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 22 დეკემბრამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).

გააზიარე