21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება

21 მარტი, 2024

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინიციატივითა და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში ჩატარდა ცნობიერების ამალღების კამპანია და მოეწყო თემატურ-შემეცნებითი აქტივობები, რომლებშიც  მე-7, მე-8 კლასების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და მეტად გააცნობიერეს, რაოდენ მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოციუმში ჩართვა და მათი ინტეგრაცია.

თელავის საბავშვო ბიბლიოთეკაში კი „მზის შვილებს“ უმასპინძლეს. მათთვის მომზადებული იყო ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, სტუდია “სოლეი”-ს მოსწავლეების მონაწილეობით. ბავშვებმა ერთად წაიკითხეს ლექსები და სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

გააზიარე