კლინიკა ,,ჯანმრთელობის სახლის“ მაღალკვალიფიციური ექიმები თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ცენტრში უფასო კვლევებს ჩაატარებენ
14 აპრილს, 10:00-დან 18:00-მდე კლინიკა ,,ჯანმრთელობის სახლის“ მაღალკვალიფიციური ექიმები თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ცენტრში უფასო კვლევებს ჩაატარებენ.
გარდა ზოგადი ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, თერაპევტ-ანესთეზიოლოგის, გინეკოლოგის, კარდიოლოგის და რადიოლოგის კონსულტაციებისა, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ ექოსკოპიური კვლევა და გადაიღონ კარდიოგრამა.
აქტივობის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლება და მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობის დანერგვა.
მისამართი: ქ. თელავი, ა. ალადაშვილის ქ. #2, თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მოგვმართოთ პირად შეტყობინებაში ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 595 581 818