საკრებულოს ბიურომ კომისიებს სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად გადასცა

12 April, 2024

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად კომისიებს გადასცა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი იქნება განსახილველი საკითხი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე.

ეკონიმიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია განიხილავს განკარგულების პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იზოლდა ჭყოიძისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

მერისათვის თელავის მუნიციპალიტეტის სახელით გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტზე კი იმსჯელებს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია.

გააზიარე