გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ხოდაშენში

24 ივნისი, 2024

ქვემო ხოდაშენში, შიდა საუბნო გზის (ბუიშვილების უბნის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, რომელიც 600 მეტრამდე გზის მონაკვეთს მოიცავს, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო. მოწყობილია ორმხრივი სანიაღვრე სისტემა.

მიმდინარე სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მოინახულეს. 

 

 

 

გააზიარე