თელავში, თამარის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
თელავში, თამარის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც 568 მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ფეხით სავალი ნაწილი. მოასფალტდა ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.