შეხვედრები მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში

29 ივლისი, 2024

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 30 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.

გაეცანით შეხვედრების განრიგს და თქვენთვის მისაღებ ლოკაციაზე შემოგვიერთდით.

-11:00 საათზე შეხვედრა ჩატარდება ნაფარეულის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ ნაფარეულის, სანიორის, ართანის, ფშავლის, ლაფანყურისა და ლალისყურის მოსახლეობას;

-13:00 საათზე შეხვედრა ჩატარდება წინანდლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში აკურის, ვანთის, ბუშეტის, ქვ.ხოდაშნის, წინანდლის, კისისხევის, ნასამხრალის, კონდოლისა და შალაურის მოსახლეობასთან;

-14:30 საათზე შეხვედრა ჩატარდება რუისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გიწვევთ კურდღელაურში, გულგულაში, ვარდისუბანში, იყალთოსა და რუისპირში მცხოვრებ მოქალაქეებს;

-15:15 საათზე შეხვედრა ჩატარდება სოფელ ყარაჯლის მოსახლეობასთან ყარაჯლის საბავშვო ბაღის შენობაში.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ პროგრამის განმახორციელებელი გუნდისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია საპროექტი განაცხადის წარდგენისა და შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ.

 

გააზიარე