ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების გადაცემაზე იმსჯელა

16 აგვისტო, 2024

 

 

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელა. 

სამედიცინო დაწესებულებისთვის ქალაქ თელავში 4 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის მიზანია არაინფექციური პათოლოგიურ-
ანატომიური ნარჩენების სამარხის მოწყობა, რომლებიც არ არის საშიში ნარჩენების შემგროვებლებისა და საზოგადოებისთვის.

კლინიკის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ საკრებულოს განკარგულების პროექტს მხარი დაუჭირა. 

სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შ.პ.ს. „დაირექტ დებიტ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი.

შ.პ.ს. „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ითხოვს ქალაქ თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, ჭავჭავაძისა და ერეკლე II-ის გამზირებზე არსებული 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემას. 

ამ ეტაპზე აღნიშნული უძრავი ქონების სხვა მიზნით განკარგვა თელავის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაგეგმილი, ხოლო იჯარის ფორმით სარგებლობაში
გადაცემის შემთხვევაში, საიჯარო ქირის შემოსვლით გაიზრდება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები, შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროექტი წარედგინოს ბიუროს. 

 

გააზიარე