ლაფანყურში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ეწყობა

23 აგვისტო, 2024

ლაფანყურში 50 ტონის ტევადობის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ეწყობა.

პროექტის ღირებულება 490 000 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მოწყობილია 3 დამოუკიდებელი სადრენაჟე სისტემა. სრულად შეიცვლება 1,7 კმ სიგრძის წყლის მაგისტრალური სადენი, რომელიც სოფელს დაუკავშირდება. ამორტიზებული სადენების ნაცვლად ეწყობა თანამედროვე, პოლიეთილენის მილსადენები.

პროექტი, რომელიც 2 თვეში დასრულდება, ლაფანყურისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

გააზიარე