7 სექტემბერი - ფესტივალი "სთველი" თელავში

4 სექტემბერი, 2024

7 სექტემბერს, გიწვევთ თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმზე "სთველი".

- საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
- ტრადიციულ საწნახელში ყურძნის დაწურვა;
- XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ტრადიციების, მეფე ერეკლეს სამეფო ოჯახის ეტიკეტის წარდგენა;
- კახეთისთვის დამახასიათებელი გასტრონომიული კუთხე: ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
- ფესტივალზე შეიქმნება სიმბოლური ნაზავი - ბლენდი „მეფე ერეკლეს ღვინო“ მას შემდეგ, რაც დეგუსტატორები შეარჩევენ საუკეთესო რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს და ხიხვს;

- 12:00 - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების, მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პრეზენტაცია;
- 13:00 - „მეფე ერეკლე და კახეთი“ - მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.
- 14:00 - ფესტივალის სპეციალური სტუმრის - 2019 წელს ისრაელის საუკეთესო მეღვინის იცხაკ შალევის მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც თვითონ მეღვინე წარუძღვება და გაისინჯება მის მიერ ისრაელში ბოლო 4 წლის განმავლობაში დაყენებული საავტორო ღვინოები.
- 16:00 - „მეფე ერეკლე, კახეთი და ქართული ღვინო“ კულტურულ-თეატრალიზებული პროგრამა ისტორიული წყაროების თანხლებით, წამყვანი გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი
- 17:00 - საუკეთესო ბლენდის „მეფე ერეკლეს ღვინის“ შექმნისთვის გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით.

ისტორიულ-კულტურული პროგრამის სცენარის ავტორი და წამყვანი - გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი;

მონაწილეობენ: საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე, მომღერალი ანრი ჯოხაძე, ფოლკლორული ანსამბლები „წინანდალი“ და „ჩაკრულო“, ქართული საბრძოლო ხელოვნება „ჰოროლი“, სტუ-ს თეატრი-სტუდია „მოდი-ნახე“.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობა: ზაზა გრიგალაშვილი, სომელიე, ქართული ღვინის ექსპერტი; იცხაკ შალევი - მეღვინე, ისრაელი; როს კლოსი - შოუ „მსოფლიო ღვინის ბრძოლები“ პროდიუსერი, ახალი ზელანდია; მარკო ნორსი - ღვინისმცოდნე, მუსიკოსი, ნიუ იორკი აშშ; ტომ უილიამსი - პროფესიონალი ავტორი მწერალი კვების და ღვინის შესახებ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;

ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმის „სთველი“ მხარდამჭერები არიან:
-საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
-ღვინის ეროვნული სააგენტო;
-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”;
-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
-საქართველოს ხელოვნების სასახლე;
-კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია;
-თელავის მუნიციპალიტეტის მერია;
-საინფორმაციო მხარდამჭერი ტვ "იმედი". 

 

გააზიარე