თელავში არჩილ II-ის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29 ოქტომბერი, 2024

თელავში, არჩილ II-ის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუჩაზე, რომლის სიგრძეც 687 მეტრს შეადგენს, მოეწყო სანიაღვრეები და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 634 221 ლარით ფინანსდება.

 

გააზიარე