თელავში გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე არსებული ახლად რეაბილიტირებული ფეხბურთის მოედანი გაიხსნა
თელავში გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე არსებული ახლად რეაბილიტირებული ფეხბურთის მოედანი გაიხსნა.
რეაბილიტაციის პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც 2 622 544 ლარია.
სათადარიგო სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ბუნებრივსაფარიანი მოედანი, სარწყავი და სადრენაჟო სისტემა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა. მაყურებელთა ტრიბუნა, რომელიც 400 მაყურებელს იტევს.
ასევე აშენდა ტექნიკური შენობა: გასახდელები და სველი წერტილები.
მოედნის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საფეხბურთო კლუბ “თელავის” დამფუძნებელი სოსო გრიშიკაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ახლად რეაბილიტირებული სტადიონი, გახსნის შემდგომ უმაღლესი ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. პირველი მატჩი თელავის „თელავსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“, 19 წლამდელთა გუნდებს შორის გაიმართა.
მატჩის დაწყებამდე სტუმრებმა და მაყურებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ახალგაზრდა თელაველი ფეხბურთელის, თორნიკე ლაფაურის ხსოვნას.