ახმეტელის, ბესიკისა და ზაქარიაძის ქუჩების რეაბილიტაცია
თელავში, ბესიკის ქუჩისა და სერგო ზაქარიაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ასფალტის საფარი, საფეხმავლო ნაწილი, ბორდიურები.
აღნიშნულ ქუჩებთან ერთად, სამუშაოები მიმდინარეობს სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.
პროექტი ჯამურად 980მ გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 746 540 ლარია გამოყოფილი.