ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  • თელავის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
  • დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
  • დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
  • დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
  • გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
  • მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
  • მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
  • წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
  • წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
  • წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
  • ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
  • მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი პროექტების/გეგმების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, აღრიცხვას და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის სტრუქტურაში შედის სამი განყოფილება:

სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში.

 

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი

საკონტაქტო ინფორმაცია 

 


✆ -
✉ - 

 

სამუშაო გამოცდილება

 

 

სამსახურის განყოფილებები

ინფრასტრუქტურის განყოფილება

განყოფილების უფროსი

      გირშელი აჩუაშვილი 

✆ - 595 031 591

✉ - 

ინფრასტრუქტურის განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი, 3 უმცროსი სპეციალისტი.

 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება

განყოფილების უფროსი

მალხაზ ბაღუაშვილი

✆ -  593 131863

✉ - malkhaz.baguashvili@telavi.gov.ge 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 2 უმცროსი სპეციალისტი.

 

ძეგლთა დაცვის განყოფილება

განყოფილების უფროსი

ლიკა ალადაშვილი

 ✆ -  577 951941

✉ - lika.aladashvili@telvi.gov.ge 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი.

Share page