#1 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

17 იანვარი, 2024

თელავში, #1 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ეწყობა სკვერი, ორი სათამაშო მოედნი და საფეხმავლო ბილიკები.

ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათება და გამწვანება.

ბიუჯეტი: 439 817 ლარი ( ადგილობრივი ბიუჯეტი).

შემსრულებელი კომპანია: შპს ,,გიკო,,.

 

 

გააზიარე