2022 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მერიაში 58 განცხადება შევიდა

13 იანვარი, 2023

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 58 განცხადება, რომელებიც სრულად დაკმაყოფილდა.


ასევე გაცნობებთ, რომ:
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა;
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა;
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და დისციპლინარული სახდელის დადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
- თელავის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თამარ ზაზანაშვილი.

გააზიარე