2024 წლის II კვარტლის სოციალური პროგრამების სტატისტიკა
2024 წლის მეორე კვარტალში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედმა 12 სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამის ჯამურმა ბიუჯეტმა 122 312,30 ლარი შეადგინა.
მათ შორის, მეორე კვარტალში, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, დროებითი საცხოვრებელი ქირის თანხის დაფინანსებისა და ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამებით 581-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 140 ლარი გამოიყო.
გაცნობებთ, რომ აგვისტოდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღრიცხული მოქალაქეები, ზამთრის სეზონისათვის სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსების პროგრამით სარგებლობასაც შეძლებენ.