24 დეკემბერს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

22 დეკემბერი, 2021

24 დეკემბერს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

საზეიმო ღონისძიებები მოედანზე მოწყობილ საშობაო სოფელში 14:00 საათიდან დაიწყება.

14:00 საათზე ბავშვებისთვის ღონისძიებას ანიმატორები გამართავენ.

14:00 საათიდან საშობაო სოფელში მისულ პატარებს სანტა კლაუსი უმასპინძლებს და საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.

14:00 საათიდან 21:00 საათამდე, თელავის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთები და ნატურალური პროდუქტი.

16:15 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ,,პატარა კახის და ,,წინანდალის,, მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.

18:30 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი პატარებთან ერთად საზეიმოდ აანთებს ნაძვის ხეს.

19:00 საათზე საშობაო ღონისძიება გაგრძელდება ანსამბლების ,,შვიდკაცას,, და ,,ფრანის,, კონცერტით, კონცერტს საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.

 

 

 

გააზიარე