8-9 ივლისი, ლიტერატურული თავგადასავალი თელავში
ლიტერატურული თავგადასავალი იწყება!
გამომცემლობა ,,პალიტრა L ‘’ წლებია საქართველოს მასშტაბით ტურნეს აწყობს, გამონაკლისი არც ეს ზაფხული იქნება.
ტურნე დაიწყება 8 ივლისს თელავში და დასრულდება 19 აგვისტოს ბახმაროში. ტურნე მოიცავს მკითხველებთან შეხვედრას, ლიტერატურის წარდგენას, ავტორებთან შეხვედრა - პრეზენტაციას,გამოფენა -გაყიდვას და მაკულატურას. თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენთვის საყვარელი წიგნების ავტორებს,მიიღოთ ავტოგრაფები, დაუსვათ სასურველი კითხვები , შეიძინოთ ახალი წიგნები და მიიღოთ სიმბოლური საჩუქრები. გარდა ამისა, ტურნეს ფარგლებში შეგეძლებათ , სხვადასხვა ქალაქებში ჩააბაროთ მინიმუმ 4 კგ. მაკულატურა, სანაცვლოდ კი მიიღოთ 2 ლარი, რომლის გადაცვლა ადგილზე შეგიძლიათ, სასურველ წიგნში, მაკულატურის ოდენობა კი განსაზღვრავს წიგნის ფასს. (2 კგ. მაკულატურა = 1 ლარს)
ტურნე არა მხოლოდ ზრდასრულებზე , არამედ ბავშვებზეც იქნება მორგებული. კონკრეტულ ქალაქებს ესტუმრებიან საბავშვო წიგნების ავტორები, (სურამი,ბორჯომი,ქუთაისი,საირმე და ბათუმი). ბავშვებს დახვდებათ ფერადი გარემო და ექნებათ შესაძლებლობა სასიამოვნო დრო გაატარონ მშობლებთან ერთად.
ლიტერატურული ტურნე ეწვევა შემდეგ ქალაქებს :
თელავი - 8 და 9 ივლისი, ყვარელი - 10 ივლისი, ლაგოდეხი - 11 ივლისი, ყაზბეგი - 13 ივლისი , სურამი და ხაშური - 19 ივლისი, ბორჯომი - 20 ივლისი,ამბროლაური - 22 ივლისი, ონი - 23 ივლისი, ტყიბული -24 ივლისი , ქუთაისი - 26 და 27 ივლისი, საირმე - 27 ივლისი, ფოთი - 5 აგვისტო , ზუგდიდი- 6 და 7 აგვისტო , მესტია - 8 და 9 აგვისტო, ბათუმი - 14,15,16, 17 აგვისტო, ოზურგეთი - 17 აგვისტო , ბახმარო- 19 აგვისტო.
8 და 9 ივლისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, თეატრის მიმდებარედ, გამოიყენე შესაძლებლობა, გახდი ლიტერატურული თავგადასავლის ნაწილი.