9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
,,ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ჩვენი მოქალაქეების გმირობის და თავდადების შედეგად გვაქვს დღეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო.
გვსურს, პატივი მივაგოთ დღევანდელ დღეს გარდაცვილთა ხსოვნას, ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც საქართველოს მთლიანობას შესწირა თავი და გმირად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
საქართველოს 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მე ღრმად მწამს რომ გმირების თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის, სწორი ნაბიჯებით აუცილებლად გავამთლიანებთ საქართველოს.,, - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.