9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

9 May, 2021

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ ვეტერანს, შალვა კუპატაძეს, გიორგი ივანკოს და ეკატერინე თათულაშვილს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი საჩუქარი გადასცა.

გააზიარე