ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის საპრიზო ადგილების მფლობელ სპორტსმენებს - ვახტანგ ჩიდრაშვილს, გია მითაგვარიას, ანზორ სიდამონიძეს და დავით თვალიაშვილს შეხვდნენ.
მათ სპორტსმენებს მწვრთნელებს და ჭიდაობის სპორტული სკოლა "თელავის" ხელმძღვანელს ზაქრო კევლიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მოილოცეს.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.