აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

5 დეკემბერი, 2018

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოს, თელავის ქალთა ოთახისა და თელავის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით „ნარინჯისფერი ხელების აქცია“ მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა ზურაბ ინაშვილის ფილმი - „ხმა ამოიღე!“, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. მოეწყო ქალთა მიმართ ძალადობის ამსახველი ფოტოებისა და სლოგანების გამოფენა. აქვე,  ყველა მსურველს ძლადობის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტის დაფიქსირება შეეძლო ფორმატზე ხელის ანაბეჭდის დამჩნევით (ნარინჯისფერი საღებავით).

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის ქალთა ოთახის მენეჯერი - ნელი აბეჩხრიშვილი, საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები, ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები, სსიპ პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები.

ალბომი

გააზიარე