აკურა-ვანთის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას წლიურ ანგარიშს ჩააბარებს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ. აკურა-ვანთის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ პარწიკანაშვილი ამომრჩეველს ანგარიშს 28 ოქტომბერს ჩააბარებს.
შეხვედრა აკურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 14 საათზე დაიწყება.