ალავერდში "ბასილობა 2020" ჩატარდა

14 იანვარი, 2020

ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიება - "ბასილობა" ჩატარდა. 

კონცერტში თელავის მუნიციპალიტეტის ბავშვთა მუსიკალური სტუდიები და გუნდები, ასევე ალავერდის ეპარქიის შალვა, ბიძინა და ელიზარ ერისთავების სახელობის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პატარები საშობაო ნობათით დასაჩუქრდნენ.

 

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტს მერიების წარმომადგენლები და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი დაესწრნენ.

 

"ბასილობა 2020" ალავერდის ეპარქიისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

 

დღესაწაული "ბასილობა" 2014 წლიდან აღინიშნება.

   

 

 

 

გააზიარე