ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, კორპუსების შიდა ეზოებში დაიგება ასფალტის საფარი.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,როუდ სოლუშენს,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 304 037 ლარით ფინანსდება.