ახალგაზრდული საბჭოს შეხვედრები

15 მარტი, 2017
11, 12 და 13 მარტს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს პირველი შეხვედრები გაიმართა. საწყის ეტაპზე საბჭოს წევრებისთვის ტრენინგ-კურსი ჩატარდა, სადაც ახალგაზრდებთან მოწვეულმა ექსპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებსა და კომპეტენციებზე ისაუბრეს, ასევე საბჭოს წევრებს ახალგაზრდული პოლიტიკის სამომავლო გეგმებსა და მათი განხორციელების გზებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ალექსანდრე შათირიშვილი , მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე - გიგა მამუკელაშვილი , გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - სოფიო ახმეტელი დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა. ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია და საბჭოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც 24, 25 და 26 მარტს გაიმართება, საბჭოს წესდებისა და დებულების შემუშავება დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული საბჭოს პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision საქართველოს" "კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის" მხარდაჭერით ხორციელდება.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრები:

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

​ გთავაზობთ ახალგაზრდული საბჭოს წევრების არჩევის ვიდეო ჩანაწერებს:
გააზიარე