ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსიმ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

9 ნოემბერი, 2022

ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსიმ ერეკლე ll-ის სამეფო ორდენით სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვა.

მათ შორის, გარდაცვალების შემდეგ მეფის ორდენით დაჯილდოვდა ერეკლე მეფის ქანდაკების ავტორი, თელავის საპატიო მოქალაქე, მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი.

მეფის ორდენი გადაეცა ასევე თელავის ისტორიულ მუზეუმს, გამოჩენილ ქართველ მხატვარს ჯემალ ხუციშვილს, არქიტექტორ თამაზ დვალს, მწერალ ნოდარ მაჭარაშვილს წიგნისათვის ,,ავი მუსაიფი,, და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს.

 

 

გააზიარე