ბაკურიანში საგანმანათლებლო ბანაკი მოეწყო

15 ივლისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგახრდული ხედვა კახეთის" ორგანიზებით 8 - 13 ივლისს დაბა ბაკურიანში ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკი მოეწყო, რომლის მიზანი იყო მოზარდებში პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა.

სპორტული და შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, ბანაკის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ არაფორმალური განათლების მეთოდებს, გუნდური მუშაობის პრინციპებს და ემოციების მართვის სტრატეგიებს.

საგანმანათლებლო სესიებს უძღვებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხედვა კახეთი“ - სახალგაზრდა მუშაკები.

ალბომი

გააზიარე