ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
თელავში, ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი 220 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო.
სამუშაოები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,როუდ გრუპმა,, შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 540 ლარით დაფინანსდა.