ბავშვთა დაცვის დღეს სექტაკლი "ურჩხული და ლამაზმანი" ჩატარდა

1 ივნისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული საჩუქრით მიულოცა: სპეციალურად მათთვის, თელავის თეატრის დიდ სცენაზე, ორ სეანსად ჩატარდა მოზარდ მაყურებელლთა თეატრის სპექტაკლი - "ურჩხული და ლამაზმანი".

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მას დაახლოებით 1500 ბავშვი დაესწრო.

 

 

 

გააზიარე