ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თელავში კონცერტით აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თელავში კონცერტით აღინიშნა.
თელავის მნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიები მაყურებლების წინაშე საკუთარი რეპერტუარებით წარსდგნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდენ: თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, რუისპირის სამუსიკო სკოლა, ქორეოგრაფიული ანსამბლი "New Life", მუსიკალური სტუდიები - "მზიური" და "თელავი".