ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სხდომა ჩაატარა.
სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 ნორმატიული აქტის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
საკრებულოს მორიგი სხდომა 24 აპრილს, 12 საათზე ჩაინიშნა.