ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

22 ნოემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტზე იმსჯელებს. პროექტის მიხედვით 2023 წელს ბიუჯეტის ზრდა გათვალისწინებული 6 მილიონ ლარზე მეტით და 34 მილიონ 336 ათასი ლარით განისაზღვრება. ეს საკითხი განიხილეს დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა.

გარდსა ამისა, სხდომაზე ასევე განიხილავენ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტიც იქნება.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 5 საკითხზე იმსჯელებენ. საკრებულოს მორიგი სხდომა 30 ნოემბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.

გააზიარე