ბუშეტში სოფლის ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში სოფლის ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ექიმის ოთახი, სამანიპულაციო ოთახი და სველი წერტილი მოეწყობა.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი 2016,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 023 ლარით ფინანსდება.