ც ნ ო ბ ა

1 დეკემბერი, 2022

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება „თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მისაღებად.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2022 წლის 20 დეკემბრამდე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2022 წლის 31 დეკემბრამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 20 დეკემბრამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge.

გააზიარე