ც ნ ო ბ ა

1 დეკემბერი, 2022

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ,,თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ” ნორმატიული აქტის მისაღებად.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები პროექტს 2022 წლის 20 დეკემბრამდე განიხილავენ. დადგენილების პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2022 წლის 31 დეკემბრამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge). 

გააზიარე