წინანდალში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

4 თებერვალი, 2020

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

245 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 615 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ახორციელებს.

 

 

გააზიარე