წინანდლის კულტურის სახლში საანგარიშო კონცერტი ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის კულტურის სახლის მოსწავლეებმა საანგარიშო კონცერტი გამართეს.
ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც ტიტე დარეჯანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგვასი ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს კულტურის მიმართულების პოპულარიზაციას.
„ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კულტურის მიმართულების განვითარება და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს დასწრების შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი კონცერტები ჩვენს მომავალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა გამოავლინონ ნიჭი და უნარები. საანგარიშო კონცერტით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს სოფელ წინანდლის კულტურის სახლს“, - განაცხადა ტიტე დარეჯანიშვილმა.