ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე და საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების მისაღებად.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილებების პროექტებს 2023 წლის 20 თებერვლამდე განიხილავენ. ნორმატიული აქტების პროექტები წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2023 წლის 1 მარტამდე წარედგინება.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 20 თებერვლამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).