ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის მისაღებად.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების პროექტს 2024 წლის 22 თებერვლამდე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2024 წლის 1 მარტამდე წარედგინება.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 22 თებერვლამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).