ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებში ცვლილება)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის მისაღებად.
საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2024 წლის 22 აპრილამდე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2024 წლის 1 მაისამდე წარედგინება.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 22 აპრილამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).