ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მწვანე ნარგავები)

1 მარტი, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N27 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის  მისაღებად.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2024 წლის 22 თებერვლამდე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2024 წლის 1 მარტამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 22 თებერვლამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).

გააზიარე