ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მერიის თანამდებობრივ სარგოებში ცვლილება)

1 მარტი, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის  მისაღებად.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2024 წლის 22 თებერვლამდე განიხილავენ. ნორმატიული აქტის პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 2024 წლის 1 მარტამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 22 თებერვლამდე შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. ტელ: 599857722; Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).

გააზიარე