"ცოცხალი წიგნები 2019"-ის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
პროექტის ,,ცოცხალი წიგნები 2019,, ფარგლებში, თელავს მწერლები: ნატო დავითაშილი, შაკო ბაკურაძე, გივი ჩიღვინაძე, გიო ლომიძე, ლევან ლორია და ოთარ ჯირკვალიშვილი ეწვივნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მწერლებმა შეკრებილ საზოგადოებასთან თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ისაუბრეს, საკუთარი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს და აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.